იური ვაზაგაშვილს მოკლული გიორგი გაბუნიას მამამ ბრალდებები წაუყენა

  იური ვაზაგაშვილის დღევანდელი პრესკონფერენცია ხმაურით მიმდინარეობდა. პრესკონფერენციის დროს გარდაცვლილი გიორგი გაბუნიას მამა ოთახში შეიჭრა და ჟურნალისტებთან შეხვედრის ჩაშლა სცადა. გიორგი გაბუნიას მამის განცხადებით, ზურაბ ვაზაგაშვილმა 2003 წელს მისი შვილი მოკლა, თუმცა ამ ხნის განმავლობაში ამ თემაზე მას საჯაროდ არ უსაუბრია. მისივე თქმით, საჯარო განცხადების საშუალებას წინა ხელისუფლება არ აძლევდა. იური ვაზაგაშვილი გაბუნიას ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ მისი ოჯახის წინააღმდეგ დაწყებულია ბინძური კამპანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები