გურამ ოდიშარიას „ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის“ პროექტი არ მოსწონს
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ახალ სკანდალში ეხვევა. გურამ ოდიშარიას რუსთაველის გამზირზე მხატვრის სახლის ადგილზე „ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის“ პროექტი არ მოსწონს და წინააღმდეგ გამოდის. როგორც გურამ ოდიშარია აცხადებს, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის არქიტექტურა რუსთაველის გამზირის იერსახეს არ შეესაბამება. კულტურის მინისტრისთვის ახალი ვიზუალური მხარე მისაღები არ არის. მინისტრი ამბობს, რომ მშენებლობის იერსახე თბილისის არქიტექტურას არ შეესაბამება. „ის პროექტი, რომელიც რუსთაველის გამზირზე შენდება, არავითარ შემთხვევაში არ შეესაბამება რუსთაველის გამზირს და ის დაამახინჯებს თბილისის იერსახეს“, – აცხადებს გურამ ოდიშარია.
„ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი“ მრავალფუნქციური ნაგებობაა და სამი სხვადასხვა, მათ შორის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ფუნქციაც ექნება. პროექტის ავტორი არჩილ ქურდიანია. პროექტმა კონკურსში გაიმარჯვა, რომელშიც რამდენიმე კომპანია მონაწილეობდა. როგორც ქურდიანი განმარტავს, ეს შენობა თბილისელებისთვის საჩუქარია. მუზეუმს უმთავრესი დატვირთვა ექნება. ვინც ამ ობიექტს აშენებს, ქართველი მხატვრების უზარმაზარი კოლექცია აქვს. ტენდერში ბევრი საერთაშორისო კომპანია მონაწილეობდა, მაგრამ როგორი უნდა ყოფილიყო კონცეფცია, ეს დამკვეთმა ჩამოაყალიბა. ჩვენ ყველანი დავემორჩილეთ ამ კონცეფციას, რადგან ჩვენთვის მისაღები იყო. ობიექტი თბილისელების საჩუქარია“,- განაცხადა არჩილ ქურდიანმა. პროექტის დამკვეთი კომპანია „მაგთია“. ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს თბილისის მერიაც, რომელმაც პროექტი დაამტკიცა.