„ეროვნულმა ბანკმა დოლარი იყიდა, რომ ლარის კურსის რყევა დიდი არ ყოფილიყო“

  ეროვნულმა ბანკმა დოლარი იყიდა, რომ ლარის კურსის რყევა დიდი არ ყოფილიყო – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის თქმით, დოლარის უმნიშვნელოდ გაძვირებაში საგანგაშო არაფერია. “უმნიშვნელოდ გაძვირდა, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ უჩვეული არაფერი ხდება. თქვენ თუ შეხედავთ ნებისმიერ ჩვენს მეზობელ ქვეყანას, ვალუტის კურსი მუდმივად ცვალებადია. წელს უკვე ეროვნულმა ბანკმა დოლარები იყიდა იმისთვის, რათა კურსის რყევა ძალიან დიდი არ ყოფილიყო. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს პროცესი ბუნებრივია და არაფერი საგანგაშო არ ხდება”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები