ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6799 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6807 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0008 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1802 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1782 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილება 0.0020 ლარი შეადგინა