საქართველოს მოქალაქე არადეკლარირებული ოქროს გამო 4 942 ლარით დაჯარიმდა
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო – გამშვებ პუნქტ “სარფზე” არადეკლარირებული საქონლის შემოტანის ფაქტი გამოავლინეს – ამის შესახებ “კვირას“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.
“14 იანვარს, პუნქტის ტერიტორიაზე თურქეთის მხრიდან შემოვიდა საქართველოს მოქალაქე ნ. გ., რომელსაც აღმოაჩნდა არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები – ოქროს ყელსაბამი – 31 ცალი (71,14 გრ.), ოქროს გულსაკიდი ხელოვნური თვლებით – 6 ცალი (13,45 გრ.), ოქროს გულსაკიდი – 12 ცალი (26,87გრ.). საქონლის საბაჟო ღირებულებამ 2569,75 აშშ დოლარი (4942,14 ეკვივალენტი ლარში.) შეადგინა”, – ნათქვამია განცხადებაში.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, კანონდარღვევის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, პირს სანქციის სახით ჯარიმა 4942,14 ლარი შეეფარდა.