თბილისის სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

თბილისის სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორმა შალვა ბრაჭულმა თანამდებობა დატოვა. როგორც „კვირას“ შალვა ბრაჭულმა განუცხადა, მან თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. მისი თქმით, სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოვალეობას მისი მოადგილე მაკა გვარამია ასრულებს.
„თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დავტოვე. მერიის შესაბამის სამსახურს ჩემი განცხადება 2014 წლის 30 დეკემბერს ჩავაბარე. დირექტორის მოვალეობას მაკა გვარამია ასრულებს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს საკრებულოს ჯანდაცვის კომისიის წევრი იყო“, – აღნიშნა შალვა ბრაჭულმა. მისი თქმით, იგი ამ ეტაპზე უმუშევარია და ისვენებს.
სასწარაფო – სამედიცინო ცენტრის დირექტორის თანამდებობა უკვე 2 კვირაა ვაკანტურია.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები