სამტრედიაში “ჯეოჰოსპიტალის” ექიმი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს
სამტრედიის რაიონში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. დაკავებული საავადმყოფო “ჯეოჰოსპიტალის” ექიმია.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა- გასაღებას გულისხმობს.