დედის დღესთან დაკავშირებით მოქალაქეები უფასო ვიდეოპაემნით ისარგებლებენ

  საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ინიციატივით, დედის დღესა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 7 მარტს მოქალაქეები ვიდეოპაემნის სერვისით უფასოდ ისარგებლებენ.
ამ დღეს, თბილისის, ქუთაისის, თელავის, ახალციხის, ბათუმისა და გორის პრობაციის ოფისებში ვიდეოპაემანზე მისული მოქალაქეები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში (ქალთა N5 დაწესებულება, არასრულწლოვანთა N11 სპეციალურ დაწესებულება, ქსნის N15 დაწესებულება და რუსთავის N17 დაწესებულება) მყოფ ახლობლებს გადასახადის გადახდის გარეშე დაუკავშირდებიან.
მოქმედი კანონმდებლობით, ვიდეოპაემნით სარგებლობა, მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში, შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს. სერვისის ხანგრძლივობა 15 წუთია. ვიდეოპაემნის სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეებმა პრობაციის ბიუროებში წინასწარ უნდა შეავსონ განაცხადი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები