უკრაინის ოპოზიცია დღეს ხელისუფლებას ხვდება

  უკრაინის ოპოზიციისა და ხელისუფლების განხილვის მთავარი თემა დღეს მთავრობისა და პრეზიდენტის გადადგომის შესახებ მოთხოვნა და 16 იანვარს მიღებული კანონების გაუქმება იქნება, – ამის შესახებ კომენტარი პარტია „უდარის“ ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ გააკეთა.
კიევში, დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის წუხანდელი შეტაკებებში მონაწილეობისას ვიტალი კლიჩკოც დაშავდა. შეტაკებების შედეგად, საერთო ჯამში, ასზე მეტი ადამიანია დაშავებული. სიტუაცია კიევში მას შემდეგ დაიძაბა, რაც უმაღლესმა რადამ 16 იანვარს მიიღო კანონები, რომლებიც აქციების გამართვას წესებს ამკაცრებს და სამოქალაქო აქტივობის შეზღუდვას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები