ჰავაის კუნძულებიდან დაბრუნებული ბარაკ ობამა საპრეზიდენტო მოვალეობის შესრულებას იწყებს

ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას 2 -კვირიანი საშობაო არდადეგები ჰავაის კუნძულებზე დასრულდა. ის ვაშინგტონში იმყოფება და ხვალიდან საპრეზიდენტო მოვალეობის შესრულებას შეუდგება. 2015 წლის პირველი კვირა მისთვის განსაკუთრებით დატვირთული იქნება. თეთრ სახლში პირველ შეხვედრას ის მექსიკის პრეზიდენტთან ენრიკე პენია ნიეტოსთან გამართავს. პრეზიდენტები ორი ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე, უსაფრთხოებისა და მიგრაციის საკითხებზე იმსჯელებენ.
7 იანვარს ობამა მიჩიგანის შტატში გაემგზავრება, სადაც ადგილობრივ ავტოკომპანიებში და საწარმოებში დასაქმებულ მუშახელს შეხვდება და მათ პრობლემებზე გაესაუბრება. მომდევნო დღეს, 8 იანვარს, ის არიზონის შტატის ქ. ფენიქსში გაემგზავრება და მოხსენებით გამოვა. ობამა ადგილობრივების საბინაო პრობლემებზე ისაუბრებს და მოსახლეობას მათი გადაჭრის ახალ ალტერნატივებს შესთავაზებს.
2015 წლის პირველ სამუშაო კვირას, ამერიკის პრეზიდენტი ტენესის შტატში, ვიცე- პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან შეხვედრით დაასრულებს. ისინი ახალგაზრდებისთვის განათლების სისტემის მეტ ხელმისაწვდომობაზე იმსჯელებენ და საჭირო პროგრამების დანერგვის შესაძლებლობებს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები