როგორ ხვდებიან ახალ წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა საახალწლო ტრადიციებია. იაპონიაში, მაგალითად, საახალწლოდ სახლის შემოსასვლელში ჩალის ჩამოკიდების ტრადიცია არსებობს. იაპონელების რწმენით, ჩალას ბედნიერება მოაქვს. მათ ასევე სჯერათ, რომ წარმატებას სიცილი მოუტანს, ამიტომ როდესაც საათის ისარი 12-ს მიუახლოვდება, იაპონელები სიცილს იწყებენ.
ჩინური ახალი წელი 17 იანვარსა და 19 თებერვალს შორის ახალი მთვარისას აღინიშნება. დღესასწაულის ყველაზე საზეიმო ნაწილი – ქუჩის პროცესიებია. ქუჩებში ათასობით ლამპიონი ირთვება. ჩინელების მოსაზრებით, ახალი წელი ბოროტი სულებითაა გარშემორტყმული, ამიტომ ჩინელები მათ საახალწლო ასაფეთქებლებით აშინებენ.
ვიეტნამში ახალ წელს „ტეტ“-ს უწოდებენ. მას 21 იანვრიდან 19 თებერვლამდე აღნიშნავენ. ვიეტნამელები ფიქრობენ, რომ პირველი ადამიანი, რომელიც შევა მათ სახლებში, ახალ წელს წარმატებას ან წარუმატებლობას მოუტანს.
ავსტრალიაში ახალი წელი 1 იანვარს იწყება. ამ დროს ავსტრალიაში ისეთი პაპანაქებაა, რომ თოვლის ბაბუა და ფიფქია საჩუქრებს საცურაო კოსტიუმებში არიგებს.
ებრაული ახალ წელს Rosh Hashana- ეწოდება. ეს წმინდა პერიოდია, როდესაც ხალხი საკუთარ ცოდვებს აანალიზებს და პირობას დებს ეს ცოდვები კეთილი საქმეებით მოინანიოს. ბავშვებს ახალ ტანსაცმელს ჩუქნიან. ხალხი პურს აცხობს და ხილს ყიდულობს.
იუგოსლავიაში ახალ წელს მკითხაობენ. მაგიდაზე 10 საგანს აწყობენ, მათ შორის წიწვები (ბედნიერება), ბეჭედი (ქორწილი), თოჯინა (ოჯახის განვითარება), ფული (სიმდიდრე) და ა.შ. ამ საგნებს ქუდს აფარებენ. ადამიანმა 3-ჯერ უნდა ამოიღოს საგანი და თუ მას ერთი და იგივე ნივთი ამოუვიდა, ახალ წელს მას ამბავი ელოდება, რომელიც ამოღებულ საგანს უკავშირდება.
საბერძნეთში ახალი წელი – წმინდა ვასილეს დღეა. წმინდა ვასილე თავისი სიკეთით იყო ცნობილი. ბავშვები მას ფეხსაცმელს ბუხართან უტოვებდნენ იმის იმედით, რომ წმინდა ვასილე მათ საჩუქრებით აავსებს.

იტალიელები ახალი წლის ღამეს ფანჯრებიდან ძველ ნივთებს აგდებენ. რაც უფრო მეტ ნივთს გადააგდებ, მით უფრო მეტ სიმდიდრეს მოიტანს ახალი წელი, – ფიქრობენ იტალიელები.

პორტუგალიაში საათის ყოველი ზარისას ყურძნის ერთი მარცვალი უნდა შეჭამო. ეს რიტუალი მომდევნო წელს 12 ბედნიერი თვის გარანტიას გაძლევს.

ბელგიაში და ნიდერლანდებში „პირველი დღის მაგიაა“ გავრცელებული. ანუ ის თუ როგორ მოიქცევა ადამიანი ახალი წლის პირველ დღეს, ამის მიხედვით განისაზღვრება მისთვის მომდევნო წლის ამბები.

შვეიცარიაში ხალხი ლამაზად იცვამს იმისთვის, რომ წმინდა სილვესტერის დღე აღნიშნონ. ეს დღესასწაული დაფუძნებულია ლეგენდაზე იმის შესახებ, რომ რომის პაპმა სილვესტერმა ზღვის მონსტრი დაიჭირა. იყო საშიშროება, რომ მონსტრს სამყაროს განადგურება შეეძლო. საბედნიეროდ, ეს არ მოხდა.

ბრიტანეთში 12 საათზე სახლის უკანა კარს აღებენ იმისთვის, რომ ძველი წელი გააცილონ. საათის ბოლო ზარისას კი წინა კარს აღებენ იმისთვის, რომ ახალი წელი შემოუშვან.

ამერიკელებისთვის კი ახალი წელი იმ დროს დგება, როდესაც Times Square-ზე დამონტაჟებული უზარმაზარი საათი 00:00 აჩვენებს. ამ დროს მოედანზე შეკრებილი ადამიანები ერთმანეთს კოცნიან და ავტომობილების სიგნალს აჭერენ ხელს. ტრადიციული საახალწლო კერძი ამერიკელების სუფრაზე – მუქი ბარდაა. ითვლება, რომ სწორედ ამ კერძსს მოაქვს ბედნიერება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები