უკრაინის მოვლენებს თეთრი სახლი ეხმაურება

  უკრაინის მოვლენებს თეთრი სახლი ეხმაურება. ვაშინგტონი ყველა მხარეს ვითარების დაუყოვნებლივ განმუხტვისკენ მოუწოდებს. თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კიევში შექმნილი ვითარება უკრაინის ხელისუფლების მიერ ხალხის მოთხოვნების არაღიარების შედეგია.
„უკრაინის ხელისუფლებას ვთხოვთ, გადადგას ნაბიჯები ქვეყანაში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, გააუქმოს ანტიდემოკრატიული კანონი, რომელსაც ხელი რამდენიმე დღის წინ მოეწერა, გამოიყვანოს სპეცრაზმი კიევის ცენტრიდან და დაიწყოს დიალოგი ოპოზიციასთან“, – ნათქვამია განცხადებაში . „ამერიკის შეერთებული შტატები განიხილავს დამატებით ნაბიჯებს, მათ შორის სანქციებს ძალადობის წინააღმდეგ“, – აცხადებს თეთრი სახლი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები