მოსკოვში „სხოდკაზე” დასასწრებად ჩასული “კანონიერი ქურდები“, მათ შორის ქართველი დააკავეს

მოსკოვში სასტუმრო „რედისონ ბლუში“ სამართალდამცავებმა 3 „კანონიერი ქურდი“ დააკავეს: 44 წლის დავით ოზმანოვი (დათო კრასნოდარსკი), 28 წლის შალვა ოზმანოვი (კუსო) და 32 წლის მალხაზ კოტუა (მახო ოჩამჩირელი). რუსული პრესის ინფორმაციით, სამივე კრიმინალი მოსკოვში „კანონიერი ქურდების“ მასშტაბურ შეკრებაში მონაწილეობის მისაღებად სანქტ-პეტერბურგიდან ჩავიდა.
პირადი ჩხრეკის შედეგად მახო კოტუას 2,7 გრამი ჰეროინი აღმოუჩინეს. მსგავსი დიდი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერების შენახვა 3-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 2 დანარჩენ კრიმინალს, რომლებიც შაქრო კალაშოვის ნათესავები არიან, კანონის წინაშე დარღვევები არ ჰქონდათ. პროფილაქტიკური საუბრის შემდეგ ისინი გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები