გენერალურ პროკურატურაში ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენა მიმდინარეობს – დღესვე ბრალს მამუკა ხაზარაძეს წარუდგენენ
გენერალურ პროკურატურაში “ლელოს” ლიდერისთვის, ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენა მიმდინარეობს.
დღესვე, ბათუმის საოლქო პროკურატურაში ბრალს მამუკა ხაზარაძეს წარუდგენენ.
შეგახსენებთ, პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ უწყებამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალდება “სისხლის სამართლის კოდექსის“ 318-ე მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟის ფაქტზე წარედგინებათ.