23-ე ზამთრის ოლიმპიადას სამხრეთ კორეის ქალაქი პიონჩანგი უმასპინლებს

  სოჭში ზამთრის 22-ე ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ დაიხურა. დახურვის ცერემონია ორიგინალურად დასრულდა. ორგანიზატორებმა გახსნის ცერემონიაზე დაშვებული შეცდომა მაყურებელს შარჟის სახით შესთავაზეს და მეხუთე ოლიმპიური რგოლი დაგვიანებით გაშალეს. რუსმა სპორტსმენებმა სულ 33 მედალი მოიპოვეს, მათ შორის 13 ოქრო, 11 ვერცხლი და 9 ბრინჯაო. 17-დღიანი სპორტული მარათონი რუსეთის ნაკრებისთვის ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. მეორე ადგილზე ნორვეგია გავიდა, რომელმაც 26 მედალი მოიპოვა, მათ შორის 11 ოქრო. მესამე ადგილი კი კანადამ დაიკავა – 10 ოქრო და, ჯამში, 25 მედალი. სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო ოთხი სპორტსმენით მონაწილეობდა. იასონ აბრამაშვილმა სლალომში 22-ე ადგილი დაიკავა, მოციგურავე ელენე გედევანიშვილმა – მეცხრამეტე, გიგანტურ სლალომში კი ნინი წიკლაური 49-ე ადგილზე გავიდა. საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია თბილისში გვიან ღამით დაბრუნდება. 23-ე ზამთრის ოლიმპიადას 2018 წელს სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანგში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები