ნინო გიორგობიანმა კონკურსის „სიკეთე უსასრულოა“ გამარჯვებულ, რაჭაში მცხოვრებ მოსწავლეს სიგელი და საჩუქრები გადასცა (ვიდეო)
შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა ნინო გიორგობიანმა კონკურსში „სიკეთე უსასრულოა“ გამარჯვებულ, ამბროლაურის N1 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე ქეთევან ქემოკლიძეს სიგელი და საჩუქრები გადასცა.
მისმა წარმოდგენილმა ნამუშევარმა კონკურსში გაიმარჯვა.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მოსწავლემ დაჯილდოვებაზე თბილისში ჩამოსვლა ვერ მოახერხა, ამიტომ ნინო გიორგობიანი დღეს მას ამბროლაურში ეწვია, სიგელი და წიგნები გადასცა და გამარჯვება პირადად მიულოცა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე უზრუნველყოფს კონკურსში გამარჯვებული, რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეებისთვის, რომლებმაც დაჯილდოვებაზე დასწრება ვერ მოახერხეს, სიგელების და საჩუქრების გადაცემას. შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით, ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიის ფარგლებში, სასკოლო სპორტის ეროვნულმა ფედერაციამ სოლიდური სიმსივნით დაავადებულ მოზარდებზე მზრუნველ „ბერი ანდრიას სახელობის ფონდთან“ ერთად განახორციელა აქცია სახელწოდებით „სიკეთე უსასრულოა“. საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში გამოცხადდა კონკურსი და დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა შექმნეს ნახატები თემაზე „სიკეთე უსასრულოა“.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=otOYPDf6DHM” width=”560″ height=”315″]