პარლამენტში დაპირისპირებისას ლევან ბერძენიშვილს სოსო ჯაჭვლიანის ხელი მოხვდა

  საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, დეპუტატი აკაკი ბობოხიძე ცდილობდა პარლამენტში პროვოკაცია მოეწყო და მოახერხა კიდეც.
როგორც ბერძენიშვილმა ,,რეზონანსთან“ საუბრისას განაცხადა, დედის გინების მერე ასეთი დაპირისპირება გასაკვირი არავისთვის უნდა იყოს.
,,ეს ყველაფერი იყო სპექტაკლი, რომელიც კაკო ბობოხიძემ დაგვიდგა. მას ეს განზრახვა გულში დიდი ხანი ედო და წარმოუდგენელ ფორმას მიმართა – მიკროფონში ყველას ერთად დედა გვაგინა. ბუნებრივია, მერე ის მოხდებოდა, რაც მოხდა.
თუ ვინმეს ჰგონია, რომ სადმე ამას ჩხუბი არ მოჰყვებოდა, ძალიან ცდება. გინებას ჩხუბი მოჰყვებოდა ამერიკის კონგრესში, საქართველოს პარლამენტში, ხოლო სომხეთის პარლამენტში საერთოდ ერთმანეთს ტყვიები დაახალეს. ამიტომ, ამაში გასაკვირი არაფერია“, – აცხადებს ბერძენიშვილი.
ამასთან, როგორც უმრავლესობის წევრმა განაცხადა, დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა მას ხელი შემთხვევით გაარტყა და სერიოზული დაზიანება არ აღენიშნება.
“მართალია, ჯაჭვლიანის ხელი მომხვდა, მაგრამ მას ჩემკენ არ გამოუწევია, შემთხვევით მომარტყა. ქალბატონი ჩიორა თაქთაქიშვილი და გოგა ხაჩიძე მარტოები იყვნენ ალყაში და ვცდილობდი, იქეთ გამეყვანა“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები