პროკურატურა: უკრაინა ვალდებულია საქართველოს ზურაბ ადეიშვილი გადასცეს
ზურაბ ადეიშვილის უკრაინაში ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელად შესაძლო დანიშვნაზე განცხადებას საქართველოს პროკურატურა აკეთებს.
როგორც მედიასთან საუბრისას მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ განმარტა, ადეიშვილი ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირია და მის მიმართ სამართლებრივი დევნის პროცედურები უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს.
მისივე თქმით, უკრაინული მხარე ვალდებულია შეასრულოს ინტერპოლის წინაშე აღებული საერთაშორისო ვალდებულებები.
“ზურაბ ადეიშვილი არის ძებნილი სხვადასხვა საქმეების გამო. იგი არის ინტერპოლის მიერ ძებნილი და უკრაინის სამსახურები ვალდებულნი არიან მოახდინონ საქართველოს მიერ ძებნილი ადამიანის ქვეყნისთვის გადაცემა”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.