მესაზღვრეებმა პანამის დროშით მცურავი გემი დააკავეს

  შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს დასავლეთის ოპერატიული სამსახურის და გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის კონვენციური სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, პანამის დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი „ONAT“-ი ზღვის დაბინძურების ფაქტზე (ჰიდრავლიკური ზეთის ზღვაში ჩაღვრა) ფოთის პორტის მე-12 ნავმისადგომთან დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, აღნიშნული გემის კაპიტნის მიმართ ზღვის დაბინძურების ფაქტზე საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე პრიმა-2 მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო.
გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ 65 000 ლარის ოდენობის ჯარიმა და გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება 1 244 ლარის ოდენობით დაეკისრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები