რუსული პრესა: საქართველოს პარლამენტში „ბრძოლა წესების გარეშე“ გაიმართა

  საქართველოს პარლამენტში გუშინ მომხდარ ჩხუბს რუსული პრესა ეხმაურება. „ბრძოლა წესების გარეშე“, სწორედ ასე უწოდა ინციდენტს რუსულმა მედიამ. როგორც ჟურნალისტები წერენ, მასობრივი ხელჩართული ჩხუბი ძიუდოისტის, ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის მონაწილეობით მოხდა.
„მოვლენების ეპიცენტრში პრაქტიკულად ყველა დეპუტატი აღმოჩნდა, ქალების და თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის გარდა. „საპარლამენტო საბრძოლო არენაზე“ ყველაზე უფრო აქტიური მონაწილეები მმართველი კოალიციიდან სოსო ჯაჭვლიანი, დავით ლორთქიფანიძე, თამაზ ჯაფარიძე და ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში ზურაბ ზვიადაური აღმოჩნდნენ…
დეპუტატები დარბაზის ცენტრალურ ნაწილში შეიკრიბნენ და რიგებს შორის უფრო მოსახერხებელ ადგილებს ეძებდნენ იმისთვის, რომ მოწინააღმდეგისკენ მიეღწიათ. საქმეში წყლის პლასტმასის ბოთლები და მაგიდიდან ძირფესვიანად ამოგლეჯილი მიკროფონი ჩაერთო. საკუთარი სპორტული ფორმით ზვიადაური გამოირჩეოდა, რომელმაც ზედა რიგების გავლით მაგიდებზე გადავიდა და ბობოხიძეს დაესხა თავს“, – აღნიშნულია რუსულ მედიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები