უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობაზე სააკაშვილის კანდიდატურა განიხილება

ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარის თანამდებობაზე, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა უნდა განვიხილოთ. ამის შესახებ გამოცემა „სლოვა და დელა“-ს პოლიტოლოგმა რომან ლიპინსკიმ განუცხადა.
პოლიტიკური ექსპერტის ვიქტორ ნებოჟენკოს თქმით კი, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი საერთაშორისო ფონდ „აღორძინების“ დირექტორი ევგენი ბისტრიცკი უნდა გახდეს.
„ეს რეალურად პრინციპული და ძალიან მდიდარი ადამიანია, რომელსაც კორუფციის სქემები არ სჭირდება. რაც შეეხება სააკაშვილის პიროვნებას, ვთვლი, რომ ის ლიდერია, ძლიერი პოლიტიკოსია – პუტინთან მებრძოლი და არა კორუფციასთან. უკრაინაში მას არაფერი ესაქმება. საერთოდ, ამ თანამდებობაზე უცხოელის მოწვევა – ცირკია. უცხოელის მოწვევა აჩვენებს მთელ მსოფლიოს, რომ უკრაინაში არც ერთი ჩინოვნიკი არ არის, რომელიც ქრთამს არ იღებდეს“, – ამბობს ნებოჟენკო.
ანტიკორუფციული ბიუროს არჩევის საკონკურსო კომისიის წევრის, იური ბუტუსოვის განცხადებით კი, მიხეილ სააკაშვილი ამ თანამდებობისთვის საუკეთესო კანდიდატურაა.
„სააკაშვილმა საქართველოში ბიზნესისა და ინვესტორების უფლებები დაიცვა. იგი ევროპისთვის და ამერიკისთვის პოსტსაბჭოურ ქვეყნებში წარმატებული რეფორმების სიმბოლოა. ვთავაზობ ჩემს კოლეგებს, საკონკურსო კომისიაში თავდაპირველად სააკაშვილის კანდიდატურა განიხილონ და უახლოეს დღეებში გადაწყვეტილება მივიღოთ“, – წერს ბუტუსოვი ფეისბუქში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები