აკაკი ბობოხიძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის

პარლამენტის უმცირესობის წევრი აკაკი ბობიხიძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის. როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მან „ქართული ოცნების“ წევრის გინებას გინებით უპასუხა, თუმცა ბობოხიძეს არ დაუკონკრეტებია, ვინ შეიგინა მისი მისამართით.
„მე მინდა საქართველოს მოსახლეობას მოვუხადო ბოდიში, რადგანაც ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა და დანაშაული არის ის, რომ ჩემი სათქმელი ვთქვი ჩართულ მიკროფონში, თუმცა ვიმეორებ, რომ ჩემი პასუხი იყო „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრებისგან წამოსულ გინებაზე. მე ვუპასუხე გინებითვე. მომავალშიც ვუპასუხებ ასეთ რეპლიკებს, ოღონდ ამჯერად გამორთული მიკროფონით“, -განაცხადა ბობოხიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები