ნოდარ ხადური: ლუდის მწარმოებელ კომპანიებთან ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვქონდა

ლუდის მწარმოებელ კომპანიებთან ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვქონდა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების საპასუხოდ განუცხადა.
„ყველა კომპანიის წარმომადგენელს, რომელიც საქართველოში ლუდის წარმოებას ახორციელებს, მე პირადად ხუთჯერ შევხვდი. მათი ინფორმაციით, ეს არის პრაქტიკულად ერთადერთი დარგი, რომელზეც მოხმარების 97% არის ადგილობრივი წარმოება. ამ შეხვედრების განმავლობაში ჩვენ კონსენსუსამდე მივედით. ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე მე მათ ვუთხარი, რომ აქციზის გადახდის წესი არ შეიცვლებოდა, რომ ამოქმედება თავდაპირველად გამოცხადებული თარიღიდან 5 თვით გადაიდებოდა, ხოლო აქციზი არა 100%-ით, არამედ 50%-ით გაიზრდებოდა. მინდა, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ისინი ამას პასუხისმგებლობით მოეკიდნენ და შეხვედრა კმაყოფილებმა დატოვეს”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
შეგახსენებთ, დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ლუდის აქციზის ფასის მატებაზე ბიზნესმენებთან მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები