კავკასიის ეკონომიკურმა და სოციალურმა კვლევითმა ინსტიტუტმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის პრეზენტაცია გამართა
კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის შეხვედრების დარბაზში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, – “ადგილობრივი/რეგიონული ეკონომიკური განვითარების ქსელები, როგორც კონკურენტუნარიანობის ზრდის გადამწყვეტი ფაქტორი შავი ზღვის აუზის რეგიონში”, – აქტივობების პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის ინფორმაციით, პროექტის ძირითადი მიზანი, ქვეყანაში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება, მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება და უცხოეთის ბაზრების ათვისების ხელშეწყობაა.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში 2014 წლის აგვისტოსა და ოქტომბერის თვეებში სამტრედიის, დმანისის და მარტვილის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული კვლევების (ე.წ. PACA მეთოდოლოგიით) შედეგები, რომელთა მიხედვით თითოეულ მუნიციპალიტეტში გამოვლინდა ის კონკურენტუნარიანი საწარმოები, რომლებიც ზრდის მაღალი პოტენციით გამოირჩეოდნენ: მარტვილში – მცირე საწარმო, ღვინის მარანი – „ღვინო მარტვილი“, სამტრედიაში – თხილის წარმოება, დმანისში – ყველის წარმოება.
პროექტის შემდგომი აქტივობა ითვალისწინებს სამი რეგიონის მიხედვით ანალიტიკური სახელმძღვანელოს ინგლისური ვერსიის გამოცემას.