ვიქტორ იანუკოვიჩი დონეცკის მონასტერში იპოვეს

  უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი დონეცკში ერთ-ერთი მონასტრის ტერიტორიაზე შენიშნეს,- ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი, “ბატკივშინას” წარმომადგენელი ალექსანდრე ბრიგინეცი იუწყება.
“იანუკოვიჩი მოსკოვის საპატრიარქოს ტაძრის ტერიტორიაზე, ბუნკერში იმალება. ეს ტაძარი ვოლნოვახში, დონეცკის ოლქში მდებარეობს”, – განაცხადა დეპუტატმა. მისივე თქმით, იანუკოვიჩს დაახლოებით ათასი ადამიანი ახლავს თან. ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მასზე ოფიციალური ძებნაა გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები