გალში 55 წლის ეთნიკურად ქართველი მოკლეს, მისი ვაჟი კი მძიმედ დაშავდა
გალში თავდამსხმელებმა 55 წლის ეთნიკურად ქართველი ლევან ბულისკერია მოკლეს.
შემთხვევა გალის რაიონის სოფელ მუხურში მოხდა.
როგორც “კვირას“ აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელმა სამეგრელო ზემო – სვანეთში ოთარ გოგოხიამ განუცხადა, ლევან ბულისკერია 22 წლის ვაჟთან ერთად იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც თავს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც ის მოკლეს. გოგოხიას ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად თამაზ ბულისკერიას ვაჟიც დაშავდა, მას თავში ავტომატის კონდახი ჩაარტყეს.
22 წლის ახალგაზრდა ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მკურნალობას გადის. თავდასხმის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.