ბიძინა გიორგობიანი – ევროკავშირის საელჩოს ვიდეორგოლზე: ასეთი ფორმით დროშის დღის მილოცვა იყო უაღრესად არამეგობრული და უპატივცემულო ჟესტი საქართველოს ისტორიის, დროშის და ქართველი ხალხის მიმართ

“ასეთი ფორმით დროშის დღის მილოცვა იყო უაღრესად არამეგობრული და უპატივცემულო ჟესტი საქართველოს ისტორიის, დროშის და ქართველი ხალხის მიმართ”, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბიძინა გიორგობიანმა “იმედის” ეთერში განაცხადა.

გიორგობიანი საქართველოს დროშის დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს გამოეხმაურა.

„[ევროკავშირში] გვიყურებენ როგორც პოტენციურ მსხვერპლს, რომ საქართველოს დროშა უნდა იყოს ნანგრევებში და მხრჩოლავ [ბოლში]. მათ ყოველგვარი დიპლომატისგან ჩამორეცხილი, ცინიკური, თავხედური ნაბიჯი გააკეთეს საქართველოს მიმართ. ასეთი ფორმით დროშის დღის მილოცვა იყო უაღრესად არამეგობრული და უპატივცემულო ჟესტი საქართველოს ისტორიის, დროშის და ქართველი ხალხის მიმართ. მადლობა, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში არ უჩვენეს ქართული და ევროკავშირის დროშებმოხვეული დამნაშავეები როგორ უტევდნენ პარლამენტს“, – აღნიშნა გიორგობიანმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის საელჩომ საქართველოში, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით ვიდეო გაავრცელა, რომელშიც კადრები საპროტესტო აქციებიდანაა გამოყენებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები