„უახლოეს ხანებში უმრავლესობა პრეზიდენტს შეხვდება“

„უახლოეს ხანებში უმრავლესობა პრეზიდენტს შეხვდება, თუმცა შეხვედრის ზუსტი თარიღი ამ დროისთვის ცნობილი არ არის,- აღნიშნული განცხდება საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა გააკეთა.
ქუცნაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა რომ ახალი კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტს შეზღუდული უფლებამოსილება აქვს, მასთან მუდმივი კომუნიკაცია აუცილებელია და ის სისტემატურ ხასიათს უნდა ატარებდეს.
„პრეზიდენტისა და უმრავლესობის შეხვედრა, ჩვენს შორის კომუნიკაცია სისტემატურ ხასიათს უნდა ატარებდეს. გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა მასთამ კონსულტაციები უკვე დაიწყეს. ეს ძალიან კარგია. პრეზიდენტთან შეხვედრის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მას უახლოეს ხანებში შევხვდებით და ვისაუბრებთ მისი კომპეტენციის ფარგლებში არსებულ საკითხებზე ესენია: საგარეო წარმომადგენლობა, თავდაცვა, ადამიანის უფლებები“ ,- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები