მანანა კობახიძე: მე არ შემიძლია ვიცოდე, როგორ განსაზღვრავს ნიკა გვარამია არხის სარედაქციო პოლიტიკას

 უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე ტელეკომპანია „მაესტროს“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. დეპუტატის თქმით, მისთვის უცნობია, თუ რამ განაპირობა ტელეკომპანიაში რეორგანიზაციის გამოცხადება. „მფლობელი შეიცვალა, პოლიტიკა იცვლება, თუ რა ხდება, ეს ჩემთვის უცნობია. ეს მათი შიდა საქმეა. მე არ შემიძლია ვიცოდე, თუ რა ხდება „რუსთავი 2“-ში და როგორ განსაზღვრავს ნიკა გვარამია სარედაქციო პოლიტიკას, ვის გაუშვებს, ვის მოიწვევს და რომელ საათზე გაუშვებს „კურიერს“, ეს შეიძლება მე ვიცოდე? რა თქმა უნდა, ასევე არაფერი ვიცი „მაესტროსთან“ დაკავშირებით. ხელისუფლება ამ პროცესებს არ აკონტროლებს და ვერც გააკონტროლებს“, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “მაესტრო” დაატოვებინეს არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსს ნინო ჟიჟილაშვილს, რის შემდეგაც ტელეკომპანია დატოვეს საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერებმა და ჟურნალისტების ნაწილმა. “მაესტროს“ ხელმძღვანელობამ არხის რეორგანიზაცია გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები