ევროკავშირი უკრაინას ფინანსურ დახმარებას 2015 წლის დასაწყისში გაუწევს
ფინანსური დახმარების რიგით მესამე პაკეტი უკრაინას 2015 წლის დასაწყისში მიეწოდება. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა უკრაინის პრეზიდენტთან პეტრე პოროშენკოსთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
პოროშენკოს პრესსამსახურის შეტყობინების თანახმად, იუნკერმა და პოროშენკომ უკრაინის, ევროკავშირის და საერთაშორისო – საფინანსო ორგანიზაციებს შორის ეკონომიკური და ფინანსური ურთიერთქმედების საკითხები განიხილეს. იუნკერმა აღნიშნა, რომ ევროკომისია მზადაა, უკრაინას ფინანსური დახმარება 2015 წლის დასაწყისში გაუწიოს. გარდა ამისა, იუნკერი, პოროშენკოს მიწვევით, მზადაა, მომდევნო წლის დასაწყისში უკრაინას ეწვიოს.
შეგახსენებთ, რომ 3 დეკემბერს ევროკავშირმა უკრაინას 500 მილიონი ევრო გამოუყო. 2014 წლის განმავლობაში კი ქვეყანამ, საერთო ჯამში, ევროკავშირისგან 1,61 მულიარდი ევრო მიიღო.