ბიზნესმენი პროტესტის ნიშნად ვატიკანში წმინდა პეტრეს ტაძრის გუმბათზე აძვრა (ფოტო)
იტალიელმა ბიზნესმენმა მარჩელო დი ფინიციომ კიდევ ერთხელ მოახერხა დაცვისთვის გვერდი აევლო და ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძრის გუმბათზე „დასახლდა“. ბიზნესმენის მიზანი იმ კანონების გაპროტესტებაა, რომელმაც ფინიციოს აზრით, მისი ბიზნესის განადგურება გამოიწვია.
„როიტერის“ ინფორმაციით, ალპინისტური მოწყობილობების საშუალებით ფინიციომ მოახერხა ზედაპირიდან 80 მეტრის სიმაღლეზე გამაგრება. გაშალა ბანერი საპროტესტო ლოზუნგით და ღამე გაატარა გუმბათის იმ ნაწილზე, რომელიც მცირედით მაღლა მდებარეობს იმ აივანზე, საიდანაც რომის პაპი ფრანცისკი შობას მორწმუნეთა მისალოცად უნდა გამოვიდეს.
დი ფინიციო ამბობს, რომ ბიზნესი ხელისუფლების პოლიტიკის გამო დაკარგა და პრემიერთან შეხვედრას ითხოვს. წინასაპროტესტო აქცია იტალიელმა მარტშიც განახორციელა. მაშინ ფინიციომ გუმბათზე ხუთი დღე გაატარა, სანამ ის პოლიციამ ქვემოთ დაშვებაზე არ დაითანხმა.