„ზვიად გამსახურდიას ოჯახს თამაზ თამაზაშვილი იცავდა“

საქართველოს პირველი პრეზიდენტის პირადი დაცვის წევრი გოჩა კენკებაძე საქართველოში 1991 წლის 22 დეკემბერს მომხდარ მოვლენებს იხსენებს და გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ თბილისის ომის შესახებ საუბრობს.
როგორც გოჩა კეკენაძე აცხადებს, თბილისის ომის დროს „კოლხურ კოშკს“ ყოფილი მაღალჩინოსანი თამაზ თამაზაშვილი იცავდა. მისი თქმით, მაშინ, როდესაც იმ პერიოდში ყველა გაიქცა, თამაზ თამაზაშვილი და მისი ბიჭები კოლხურ კოშკს ბოლომდე იცავდნენ, სადაც ზვიად გამსახურდიას მეუღლე და შვილები იყვნენ.
„რუსთაველის პროსპექტზე ომი და უბედურება რომ ატყდა, იმ დღესვე გამგზავნეს „კოლხურ კოშკში“, სადაც პრეზიდენტის ოჯახი – ქალბატონი მანანა, გიორგი და ცოტნე იმყოფებოდნენ. „კოლხურ კოშკს“ იცავდნენ სოხუმის ბატალიონისა და „წმინდა ილია მართლის საზოგადოების“ ბიჭები. კოშკს ასევე იცავდა დღევანდელი პრემიერ-მინისტრის ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი, გენერალი თამაზ თამაზაშვილი. რა თქმა უნდა, ბატონი თამაზი მაშინ გენერალი არ ყოფილა, დაბალი ჩინის პოლიციელი იყო. მახსოვს, კოლხური კოშკი მაშინ ბევრმა მიატოვა, მაგრამ თამაზ თამაზაშვილი თავის ბიჭებთან ერთად ბოლომდე ვაჟკაცურად იდგა და პოსტი არ მიუტოვებია. დღეს გამოდიან ეს ნაძირალა ირმა ნადირაშვილი და მისი პარტიული ბოსები – გიგა ბოკერია და გივი თარგამაძე, რომლებიც თავიანთ ნაძირალა მეგობრებთან ერთად, მაშინ ჩვენ ტყვიას გვესროდნენ და უსამართლოდ ლანძღავენ თამაზ თამაზაშვილს, რომელიც იმ გაჭირვების ჟამს ზვიად გამსახურდიას ოჯახს იცავდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ყველაზე ბოლოს სწორედ, თამაზ თამაზაშვილმა დატოვა ბრძოლის ველი“, – აცხადებს ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას პირადი დაცვის წევრი გოჩა კეკენაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები