კახა კუკავა: ევროპარლამენტში სააკაშვილის მიწვევა ყველანაირი დიპლომატიური პროტოკოლის დარღვევა იყო

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის კახა კუკავას განცხადებით, ევროპარლამენტში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციაზე სააკაშვილის მიწვევა საქართველოს მთავრობისათვის სილის გაწვნის ტოლფასი იყო.
როგორც კახა კუკავა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ამბობს, ევროპარლამენტში სააკაშვილის მიწვევა პროტოკოლის დარღვევა იყო.
„ევროპარლამენტში სააკაშვილის მიწვევა ყველანაირი დიპლომატიური პროტოკოლის დარღვევა იყო. აბა, წარმოიდგინეთ, რა მოხდება, საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ამერიკის მთავრობის მიერ ძებნილი და სახელმწიფო დანაშაულებში მხილებული რომელიმე პირი რომ მიიწვიონ! პირდაპირ უნდა ვთქვათ- ევროპარლამენტში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებაზე სააკაშვილის მიწვევა იყო სილის გაწვნა საქართველოს მთავრობისთვის და მთლიანად ქართული სახელმწფოსათვის. თუ „ნაციონალური ნაციონალური“ მოძრაობს არ გასამართლდება, მაშინ იგი ხელისუფლებაში მოვა და ევროპარლამრენტში სააკაშვილის მიწვევაც ნათელი დადასტურება იყო“!- განაცხადა კახა კუკავამ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები