„სააკაშვილი ქართულ – რუსული ომის დაწყებაზე მუშაობს!“

„სააკაშვილი რუსეთ – საქართველოს ომის დაწყებაზე მუშაობს“ – ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ მკითხველს პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიგლა ბარამიძის ინტერვიუს სთავაზობს.
გიგლა ბარამიძე გამოცემასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკას აკრიტიკებს. მას მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის პირველ პირებთან დიალოგი უნდა დაიწყოს. მისი თქმით, რუსეთ-საქართველოს პირველ პირებს შორის დიალოგისთვის ამჟამად ძალიან ხელსაყრელი პირობაა.
„რუსეთს დღესდღეობით უსერიოზულესი პრობლემები აქვს. რუბლის ინფლაციის თუ სხვა გარემოებათა გამო, სწორედ ასეთ ვითარებაშია საჭირო მასთან დიალოგის დაწყება! ჯერ ერთი, საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციები აქვს შესუსტებული, მეორეც, პუტინი ადეკვატურად აღიქვამს ქართველი ხელისუფლების ჟესტს, რომ ასეთ იზოლაციურ ვითარებაში, თბილისი მასთან მოსალაპარაკებლად ჯდება!“ – აცხადებს გიგლა ბარამიძე.
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი ყურადღებას ამახვილებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსაც.
„ მე გულწრფელად მეცოდება ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხი! 48 – მილიონიან ერს რომ ვიღაც კვიტაშვილსა და ზღულაძეს დაუნიშნავ ამხელა თანამდებობებზე, რაღა უნდა ვთქვა?! როგორც კი სააკაშვილმა ქართველ ოფიცრებს თავდაცვის სამინისტროს დატოვებისა და უკრაინაში საომრად წასვლისკენ მოუწოდა, პროკურატურას მაშინვე უნდა აღეძრა სისხლის სამართლის საქმე სააკაშვილის წინააღმდეგ, სამშობლოს ღალატის ბრალდებით! ანუ ფაქტობრივად სააკაშვილმა ქართველ ოფიცრებს დეზერტირობისკენ მოუწოდა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ თავად სააკაშვილის განუწყვეტილი ანტირუსული ისტერია და უკრაინაში ამ „მამაცი ჯარისკაცი შვეიკის“ გია ბარამიძის სამხედრო ფორმით ძუნძული ერთ რამეს ემსახურება – ქართულ-რუსული ურთიერთობების მაქსიმალურად დაძაბვას! სააკაშვილი ქართულ – რუსული ომის დაწყებაზე მუშაობს“! – აცხადებს გიგლა ბარამიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები