„სააკაშვილი სამკურნალოა და სიცოცხლეს საგიჟეთში დაამთავრებს“

ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის ლევან მამალაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოა და ის სიცოცხლეს საგიჟეთში დაასრულებს, მანამდე კი ათას სიბინძურეს ჩაიდენს. ამის შესახებ ლევან მამალაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას განაცხადა.
„მერკელის შემდეგ, ალბათ, რეიგანს შეხვდება… გაიგეთ, ხალხო, სამკურნალოა, თავის სიცოცხლეს საგიჟეთში დაამთავრებს, მაგრამ მანამდე ათას სიბინძურეს ჩაიდენს! კაცმა კვარციტი და მადნეული მიისაკუთრა, სახელმწიფოს უზარმაზარი ზიანი მიაყენა, ახლა კი გამოდის და ამ ყველაფერს სხვას აბრალებს“,- განაცხადა მამალაძემ.
მამალაძე საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, რომ კვარციტი-მადნეულის საქმე გამოიძიონ. მისივე თქმით, ამით სააკაშვილი „დამთავრდება“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები