დე ფაქტო აფხაზეთში გატაცებული ქართველების სანაცვლოდ ოკუპანტები 10 000 ლარს ითხოვენ

  დე ფაქტო აფხაზეთში გატაცებული ქართველებისგან 10 000 ლარს ითხოვენ. გატაცებულების ოჯახების წევრების განცხადებით, რუსი სამხედროები მათ ტელეფონით დაუკავშირდნენ და თანხის გადახდა მოსთხოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები საიდუმლო იზოლატორში არიან განთავსებულები, – წერს „ნაშა აბხაზია“.
შეგახსენებთ, რომ 3 ქართველი რუსმა ოკუპანტებმა ერთი თვის წინ გაიტაცეს. სამივე სოხუმში მიემართებოდა სამუშაოდ. ცნობილია, რომ ქართველებს მუშაობა რუსულ სამშენებლო კომპანიაში უნდა დაეწყოთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები