პუტინი: რუბლის კურსის ვარდნა შესაძლოა, შენარჩუნდეს
მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დიდი პრესკონფერენცია მიმდინარეობს. ეკონომიკურ კრიზისზე საუბრისას, პუტინმა განაცხადა, რომ ყველაზე რთულ მდგომარეობაშიც კი რუსეთში არსებული სიტუაცია 2 წლის განმავლობაში მოგვარდება. პუტინის თქმით, ზოგადად, რუბლის კურსის ვარდნა შესაძლოა, შენარჩუნდეს.
თუმცა რუსეთის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ უცხოური ვალუტის კურსის დღევანდელი და გუშინდელი დაცემა და რუბლის ფასის ზრდა მაინც შენარჩუნდება.
„ცენტრალური ბანკი და მთავრობა ადეკვატურ ზომებს მიმართავენ, თუმცა არსებობს კითხვები ამ ზომების ხარისხზე. საერთო ჯამში კი, მოქმედება აბსოლუტურად ადეკვატურად და სწორი მიმართულებით მიმდინარეობს“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სიტუაცია რუბლის ვარდნასთან დაკავშირებით გარე ფაქტორებითაა განპირობებული.