პუტინი: რუსეთი მზადაა უკრაინაში პოლიტიკური დიალოგის შუამავლის როლი შეასრულოს
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოსკოვში რუს და უცხოელ ჟურნალისტებს ხვდება. ეს პუტინის ასეთი მასშტაბის რიგით მეათე, საიუბილეო შეხვედრაა ჟურნალისტებთან. „იტარ-ტასის“ ცნობით, პრესკონფერენციაზე დასასწრებად აკრედიტაცია 1259-მა ჟურნალისტმა მიიღო.
როგორც პრესკონფერენციის მსვლელობისას პუტინმა აღნიშნა, უკრაინაში ტყვეების გადაცვლის პროცესი უნდა მიმდინარეობდეს ფორმატით: „ყველა ყველაზე“. რუსეთის სახელმწიფოს ლიდერის განცხადებით, მინსკის შეთანხმებები უნდა შესრულდეს,
„ეს კრიზისი მხოლოდ პოლიტიკური საშუალებებით უნდა მოგვარდეს, და არა სამხედრო ბლოკადით“, – განაცხადა პუტინმა.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში მებრძოლები დაქირავებულები არ არიან, რადგან მათ ამისთვის ფულს არ უხდიან. პუტინის თქმით, ისინი გულის ძახილით მოქმედებენ.
ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, უკრაინაში პოლიტიკურ დიალოგში შუამავლის როლი შეასრულოს.