ჰერმანი: ბედნიერები ვართ, რომ ევროპარლამენტში დღევანდელ ღონისძიებას გიორგი მარგველაშვილი ესწრება

ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ევროპარლამენტში დღევანდელ ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ესწრება, – ამის შესახებ ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ჰერმანამა საქართველოს-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას ისტორიული პროცესის ქვაკუთხედი უწოდა.
იგი ევროპარლამენტში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიწვევასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროპარლამენტში ხშირად არიან მიწვეული სხვადასხვა პერსონები.
“მინდა ხაზი გავუსვა – ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ეს ორი პირი დაესწრება ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომელიც ისტორიული პროცესის ქვაკუთხედია”, – განაცხადა ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები