იაპონიაში ქარბუქის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა
იაპონიაში დიდთოვლობისა და ქარბუქის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. ცნობილია, რომ კუნძულ ჰოკაიდოზე თვითმფრინავების ფრენაა გაუქმებული, შეწყდა ასევე მატარებლების მოძრაობა. ქარის გამო ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა. გავრცელებული ინფორმაციით, 900-ზე მეტ სკოლაში სწავლის პროცესი შეჩერებულია.