ნატოში საქართველოს ელჩმა ავღანეთში ISAF-ის ოპერაციის დასრულებისადმი მიძღვნილ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ნატოს შტაბ-ბინაში, ავღანეთში ISAF-ის ოპერაციის დასრულებისადმი მიძღვნილი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელშიც ISAF-ში ჩართული ქვეყნების მონაწილეობდნენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაში მონაწილეობა მიიღო ნატო-ში საქართველოს ელჩმა ლევან დოლიძემ.
შეხვედრის დასაწყისში მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ოპერაციის მსვლელობისას დაღუპულთა ხსოვნას. სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ: ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ISAF-ის ყოფილი სარდლები და ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებმაც შეაჯამეს ოპერაციის შედეგები და შეაფასეს მიღწეული წარმატებები. შეხვედრაზე ასევე სიტყვით გამოვიდა ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენელი, ელჩი ლევან დოლიძე, რომელმაც ისაუბრა ISAF-ის მნიშვნელობაზე და 2015 წლის 1 იანვრიდან ავღანეთში დაგეგმილ ნატო-ს “ურყევი მხარდაჭერის მისიაში” (Resolute Support Mission) საქართველოს აქტიურ მონაწილეობაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები