პუტინი დღეს დიდ პრესკონფერენციას გამართავს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსი და უცხოელი ჟურნალისტებისთვის დღეს დიდ პრესკონფერენციას გამართავს.
რუსული პრესის ცნობით, სავარაუდოდ, პრესკონფერენციაზე გაჟღერდება კითხვები რუბლის დაცემაზე, დონბასის მომავალზე, მისტრალების შესყიდვასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე.
შეგახსენებთ, რომ წინა წლის ანალოგიური პრესკონფერენცია 4 საათს გაგრძელდა და განსაკუთრებული იყო, რადგან სწორედ ამ პრესკონფერენციაზე გახმაურდა ინფორმაცია მიხეილ ხოდორკოვსკის შეწყალების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები