ქაბულში ტერაქტის შედეგად ავღანეთის უშიშროების ძალების 4 თანამშრომელი დაიღუპა
ქაბულში ტერორისტი -„კამიკაძის“ თავდასხმის შედეგად ავღანეთის უშიშროების ძალების 4 თანამშრომელი დაიღუპა. ავღანეთის რადიოს ინფორმაციით, თავდასხმა ქაბულის ტანგი ტარა კელის კვარტალში მოხდა. ქაბულის სამართალდამცავების მონაცემებით, „ბოევიკმა“ ტანზე დამაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა, როდესაც ის უშიშროების ძალების პატრულმა გააჩერა.
წინასწარი ინფორმაციით, თავდაპირველად ტერორისტი ტროტილით გავსებული ავტომობილის აფეთქებას ხალხმრავალ ადგილას გეგმავდა.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო. თალიბების წარმომადგენლის თქმით, თავდასხმა ავღანეთის უშიშროების ძალების და საერთაშორისო კოალიციის საერთო კოლონაზე განხორციელდა.