გაეროს უშიშროების საბჭოში პალესტინის საკითხზე რეზოლუცია შევიდა

იორდანიამ გაეროს უშიშროების საბჭოში განსახილველად რეზოლუციის პროექტი შეიტანა, რომელიც პალესტინის ტერიტორიიდან ისრაელის ჯარების გაყვანის ვადებს ადგენს.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, დოკუმენტში ოკუპირებული ტერიტორიიდან ისრაელის ჯარების გაყვანა 2017 წლის ბოლომდეა შეთავაზებული.
დოკუმენტის საბჭოში შეტანისას იორდანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ამ საკითხის სწრაფ გადაწყვეტილებას არ ელოდება, თუმცა მის მრავალხმრივ განხილვას სთავაზობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები