ბრიუსელში ორდღიანი სამიტი იხსნება

ბრიუსელში სახელმწიფოების ლიდერებისა და ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის მთავრობის ორდღიანი სამიტი იხსნება. ფორუმის მთავარი თემები – ევროპაში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება, ევროკავშირის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის სტიმულირება და სიტუაცია უკრაინაში იქნება. ევროპელი ლიდერები ასევე განიხილავენ სიტუაციას ევროკავშირისთვის შესაძლო ეკონომიკური რისკების შესახებ რუსეთში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში.
შეგახსენებთ, მანამდე საბჭოს პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ევროკავშირის კომიტეტი ყირიმის წინააღმდეგ ახალი შეზღუდვების დაწესებას გეგმავს.
„სავარაუდოდ, სამიტის დაწყებამდე საბჭო ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიასთან დაკავშირებით დამატებით სანქციებს მიიღებს“, – აღნიშნეს პრესსამსახურში. საუბარია ინვესტიციებზე, შეზღუდვებზე ევროპული ბიზნესისთვის და ყირიმში ტურისტული ბიზნესის წარმოებაზე. გარდა ამისა, გაფართოვდება ყირიმში დარეგისტრირებული კომპანიების საქონლის სია, რომლით ვაჭრობა აკრძალულია. ამ შეზღუდვებს ლოკალური ხასიათი აქვს და ევროკავშირის ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის არაღიარების სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენენ.
რაც შეეხება უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევას, სამიტზე კიევისთვის ფინანსური მხარდაჭერის გაწევის გაგრძელების შესახებ მხოლოდ პოლიტიკური განცხადება გაკეთდება.
„იტარ-ტასის“ ცნობით, საერთაშორისო პრობლემების სიაში სიტუაცია ერაყში და სირიაში, ირანთან ბირთვული მოლაპარაკებების შემდგომი პერსპექტივები და ისრაელის და პალესტინის შორის დაძაბულობის ზრდა განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები