პრეზიდენტმა შეწყალების თაობაზე განკარგულება გამოსცა
საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების თაობაზე განკარგულება გამოსცა. როგორც “კვირას“ პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს , პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა “სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის, 19 იანვრის #19/01/01” განკარგულებას, რომლის თანახმადაც სულ შეწყალებულია 54 პირი, საიდანაც 2 არასრულწლოვანი და 3 ქალია. პრეზიდენტის განკარგულება გადაეგზავნა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს.