იულია ტიმოშენკო პრემიერობას არ გეგმავს

  უკრაინის ექსპრემიერის იულია ტიმოშენკოს კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე არ განიხილება.
როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს, უკრაინის რადას სახალხო დეპუტატმა ნიკოლაი ტომენკომ განუცხადა.
იულია ტიმოშენკო სავარაუდოდ საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობას.
რაც შეეხება პარტია “უდარის“ ლიდერს ვიტალი კლიჩკოს, მან უკვე დაადასტურა, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს -ამის შესახებ მან რადაში განაცხადა.
“25 მაისს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ, ჩემთვის სკამი მთავარი არაა, მაგრამ თუ ხალხი გადაწყვეტს მე მზად ვარ ავიღო პასუხისმგებლობა“,-განაცხადა კლიჩკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები