რომის პაპის დაბადების დღის საჩუქრად ათასობით ადამიანმა ტანგო იცეკვა

დღეს ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რათა რომის პაპ ფრანცისკისთვის 78–ე დაბადების დღე მიელოცა. მორწმუნეებმა რომის პაპს უჩვეულო საჩუქარი გაუკეთეს და მისი საყვარელი ცეკვა –ტანგო შეასრულეს.
მოცეკვავეებმა, რომლებიც როგორც იტალიის ისე ქვეყნების მოქალაქეები გახლდნენ, ცეკვის შესრულება ფრანცისკის ტრადიციული აუდიენციის დასრულებისთანავე დაიწყეს. საცეკვაო მელოდიად მორწმუნეებმა პონტიფიკის საყვარელი კომპოზიტორის, ასევე არგენტინელი მუსიკოსის ასტორ პიაცოლას ნაწარმოები აირჩიეს. გარდა ამისა წმინდა პეტრეს მოედანზე ხუან დარენცოს, კარლოს გარდელის და ოსვალდო პედრო პულიეზეს ნაწარმოებებიც გაჟღერდა.
აქციის ორგანიზატორი რავენას მკვიდრი კრისტინა კამორანი გახლდათ, რომელმაც აქციას მეგობრებთან ერთად სოციალურ ქსელ Facebook–ის საშუალებით გაუკეთა ორგანიზება. აქციის ორგანიზატორების თქმით მასობრივ ცეკვაში მონაწილეობა სამი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები