ინტიმურ ურთიერთობაზე უარის თქმის გამო “ისლამური სახელმწიფოს” “ბოევიკებმა” 150 ქალი მოკლეს

დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” რადიკალებმა 150 ერაყელი ქალი მოკლეს.  ამის შესახებ განცხადებას ქვეყნის ადამიანის უფლებათა დაცვის სამინისტრო ავრცელებს. ქალების მოკვლის მიზეზი “ბოევიკებთან” ინტიმურ ურთიერთობაზე უარის თქმა გახდა.
მკვლელობა ქალაქ ელ-ფალუჯაში მოხდა, რომელსაც ისლამისტები აკონტროლებენ. ყველა მოკლული ქალაქგარეთ მასობრივ სამარხში დაკრძალეს.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, “ბოევიკებმა” ადგილობრივი მეჩეთი დიდ ციხედ გადააკეთეს, სადაც იმ ადამიანებს ამწყვდევენ, რომლებიც მათ ქმედებებს არ ეთანხმებიან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები