რამზან კადიროვს ჩეჩნეთის მეთაურის პოსტის მიტოვება და დონბასში საბრძოლველად წასვლა სურს (ვიდეო)

რამზან კადიროვი მზადაა ჩეჩნეთის მეთაურის პოსტი მიატოვოს და დონბასში უკრაინელების წინააღმდეგ საბრძოლველად წავიდეს. ამისთვის კი კადიროვი ვლადიმერ პუტინისგან ნებართვის აღებას აპირებს. ამის შესახებ ჩეჩნეთის პრეზიდენტმა ტელეკომპანია „ენ–ტე–ვე“–სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ენ–ტე–ვეს“ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც უკრაინაში კადიროვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ეხებოდა, კადიროვმა უპასუხა, რომ სწორედ მათ წინააღმდეგ აპირებს ის ბრძოლას.
„მე განზრახული მაქვს პრეზიდენტს ვთხოვო, რათა მან ასე ვთქვათ, ამ თანამდებობიდან გამანთავისუფლოს, რადგან დონბასში იმ მოქალაქეების ინტერესების დასაცავად წავიდე, რომლებიც დღეს იქ ომობენ. მინდა აი ასეთი „შაითანები“ დავიჭირო და გავანადგურო, რადგანაც მათ ღირსება და სინდისი არ გააჩნიათ“, – განაცხადა კადიროვმა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=64peBnTkYKc” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები